GCCA-ის თანამშრომლებმა ყრუთა კავშირის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თანამშრომლებმა, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ყრუთა კავშირის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების, მიღებული შედეგების, GCCA-ის მიერ დადგენილი იმ სტანდარტებისა და კანონით მინიჭებული გარანტიების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ქცევის კულტურის გაძლიერებას და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„შეხვედრაზე მონაწილეებმა, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, იმსჯელეს - რა უფლებებით სარგებლობა შეუძლიათ, როგორ უნდა იმოქმედონ დარღვევის შემთხვევაში და ვის მიმართონ. ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იქნა ევროკავშირის “Twinning” პროექტის მხარდაჭერით ჟესტურ ენაზე ადაპტირებული საინფორმაციო ვიდეო-რგოლები.

მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში გაწერილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, მოწყვლად ჯგუფებში, მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ ცნობიერების გაძლიერება განისაზღვრა. შესაბამისად, GCCA სექტორის მარეგულირებელ უწყებებთან ერთად, სამომხმარებლო განათლების გაზრდის მიზნით, 2024-2027 წლებში, სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრას გეგმავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა