დავით კირკიტაძე - ხელისუფლებას არათუ მიხეილ სააკაშვილის, მისი წიგნისაც კი ეშინია და ამ პრეზენტაციის ჩაშლა სცადეს

ხელისუფლებას არათუ მიხეილ სააკაშვილის, მისი წიგნისაც კი ეშინია და ამ პრეზენტაციის ჩაშლა სცადეს, მაგრამ 26 ოქტომბერს გვაქვს უნიკალური შანსი, ჩვენს ხელშია ქვეყნის ბედი და იმ საკნის გასაღები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს, - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელმა მდივანმა დავით კირკიტაძემ.

როგორც კირკიტაძემ რუსთავში, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა სასტუმრო „რუსთავში" მდებარე მოზრდილ დარბაზში უნდა შემდგარიყო, მაგრამ შუაღამისას მოკლე ტექსტური შეტყობინებით უარი მიიღო იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ ღონისძიებას, ხელშეკრულების საფუძველზე დარბაზს უთმობდნენ.

„ჩვენ იმ დარბაზში, ჩვეულებრივად ჩაგვიტარებია შეხვედრები, მაგრამ ახლა, ხელისუფლებისგან არნახული ზეწოლის შედეგად, იმ ადამიანებისგან შუაღამისას მივიღე მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ დარბაზს ვერ დაგვითმობდნენ. ეს არის იმის დასტური, რომ ხელისუფლებას არამარტო მიხეილ სააკაშვილის ეშინია, რომელიც პუტინის ბრძანებით, ციხეში ჰყავს გამომწყვდეული, არამედ ეშინია მისი წიგნისაც კი.

წიგნის პრეზენტაციის ჩაშლის მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ოფისი. მართალია, ვერ ვეტევით და ისეთი ვერ იქნება პრეზენტაცია, როგორიც ჩაფიქრებული იყო, მაგრამ მაინც ვატარებთ პრეზენტაციას. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გიულის, მესამე პრეზიდენტის დედას, რომელიც არ იშურებს ძალასა და ენერგიას.

ამაზე დიდი უსამართლობა არ არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილი, ვინც ეს ქვეყანა ააშენა, ციხეშია და ვინც ამ ქვეყანას ანგრევს, ჰყიდის და რუსეთს აბარებს, გარეთ დადიან და გვეყელყელავებიან. რუსთავში იყო რამდენიმე დღის წინ და სისულელეები იძახა! ეს ხალხი დადის გარეთ, მიხეილ სააკაშვილი კი ციხეში ზის.

ამის მიუხედავად, გიული ალასანია დადის ყველგან - ზუგდიდში იყო გუშინწინ დიდ შეხვედრაზე, მანამდე იყო ყვარელში, გორში და ცდილობს, რომ იმედი, რომელიც ხელისუფლებას უნდა, რომ დაუკარგოს ჩვენს ხალხს, პატრიოტებს, გააღვივოს.

ჩვენ კარგად ვიცით, 12 წელია ვის წინააღმდეგ ვართ და ვიცით, რომ ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბლომდე ვდგავართ. ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი: ჩვენს ხელშია ქვეყნის ბედი და იმ საკნის გასაღებიც აღარაა ივანიშვილის ხელში, რომელიც 27 სექტემბერს გამთენიისას, კანონის სრული დაცვით გაათავისუფლებს ადამიანს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ ქვეყნის აღმშენებლობისთვის.

ყველას გახსოვთ, როგორი სიტუაცია იყო რუსთავში 2012 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილმა გადააბარა ხელისუფლება: ეზო-ეზო დადიოდა და ატარებდა შეხვედრებს. ახლა ბიძინა ივანიშვილი ათასში ერთხელ ჩამოდის, ჯავშანში შედის და ჩვენ კი არა, თავის მხარდამჭერებსაც ასე ელაპარაკება. გახსოვთ, რა ხდებოდა რუსთავში მიშას დროს და რა დღეში ჩაგვაგდო ივანიშვილმა რუსთაველები. ამიტომ, 26 ოქტომბერს ყველამ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა მოვიშოროთ ეს მოსკოვის მეხუთე კოლონა საქართველოდან", - განაცხადა დავით კირკიტაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ