ლადო ჭანტურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სექციის თავმჯდომარეა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია, 2024 წლის 23 სექტემბერს ფარული კენჭისყრის გზით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სექციის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ლადო ჭანტურია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შექმნის სათავეებთან იდგა და თანამედროვე ქართული სამართლის ერთ-ერთ შემოქმედია.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ ლადო ჭანტურიას დამსახურებულ აღიარებას და უსურვებს წარმატებას. პროფესორ ლადო ჭანტურიას ღვაწლი ქართული სამართლის განვითარებაში ფასდაუდებელია. იგი იდგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შექმნის სათავეებთან და არის თანამედროვე ქართული სამართლის ერთ-ერთ შემოქმედი. საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, პროფესორი ლადო ჭანტურია 2018 წლის 8 იანვრიდან არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2023 წლის 18 მაისს, იგი V სექციის ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი პროფესიული მიღწევების მიუხედავად, მას არ შეუწყვეტია პედაგოგიური მოღვაწეობა. ლადო ჭანტურია ის ადამიანია, რომელმაც არაერთ ქართველ იურისტს გაუკვალა გზა ევროპულ სამეცნიერო - კვლევით თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გარდამტეხი წვლილი შეიტანა მათ განვითარებაში.

2023 წელს ლადო ჭანტურია ევროპის აკადემიის (Academia Europaea) ნამდვილ წევრად აირჩიეს. გარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, ის მოღვაწეობდა ბრემენის უნივერსიტეტში, ჰამბურგის მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტსა ქრისტიან-ალბრეხტის სახელობის კილის უნივერსიტეტში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით