ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის  სადამკვირვებლო მისიის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისიის დელეგაციის ხელმძღვანელს, იულიან ბულაის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიუროს პრესსამსახური ავრცელებს.

“შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობისა და ქონებრივი დეკლარაციების საჯაროობის საკითხები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები: სილვი აფჰოლდერი, ბას კლეინი, შარონ ლოვეი, ფრანკ შვეიბი, ბორიანა აბერგი, საიმონ ბილი, ანდრეი ჰუნკო, ედიტ ესტრელა, კერინ როლერ-კაუფმანი და ნატალია ვუტოვა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება