BAG - დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი გაუმჯობესდა

BAG ინდექსის მესამე კვარტლის კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 9.8 ქულით გაუმჯობესდა და 28.9 ქულა შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასაქმების ბარომეტრი ასახავს კომპანიების მოლოდინს მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილების შესახებ.

„მესამე კვარტალში, მონაცემები გაუმჯობესებულია ვაჭრობის, მრეწველობისა და მომსახურების სექტორებში, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს სექტორებში დაფიქსირებულ გაზრდილ გაყიდვებს როგორც მიმდინარე კვარტალში, ასევე, მომავალ კვარტალში არსებულ პოზიტიურ მოლოდინებს გაყიდვების მიმართულებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია