გიორგი ტყემალაძე - ციციშვილის პარკის რეაბილიტაციის დასრულებით თბილისს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შეემატება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, დედაქალაქს კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცე ე.წ. ციციშვილის პარკის სახით შეემატა.

მისივე თქმით, ე.წ. ციციშვილის პარკი სრულად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და ყველა ასაკის დამსვენებლებისთვის არის გათვალისწინებული.

„ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პირველ კვარტალში დასრულდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია. ე.წ. ციციშვილის პარკი სრულად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და ყველა ასაკის დამსვენებლებისთვის არის გათვალისწინებული. აღნიშნული რეკრეაციული სივრცის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის მხრიდან მიცემული დაპირების შესაბამისად განხორციელდა. მსგავსი პროექტების განხორციელება და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე ინფორმაციით, პარკი 24 600 კვ.მ ფართობზეა გაშენებული და რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო სამი საბავშვო მოედანი, ორი სავარჯიშო სივრცე, სრულად განახლდა საფეხბურთო მოედანი, შეიცვალა კალათბურთის მოედნის ინფრასტრუქტურა, მოეწყო ექვსი დასასვენებელი პავილიონი, სასმელი წყლის ხუთი შადრევანი, განთავსდა სკამები და ურნები. ასევე, მოეწყო გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია