ვლადიმერ პუტინმა ბირთვულ დოქტრინაში შეიტანა ცვლილებები, რომლებიც რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევებს ეხება

არაბირთვული სახელმწიფოს მიერ თავდასხმა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ან ეხმარებიან ბირთვული სახელმწიფოები, რუსეთზე ერთობლივ თავდასხმად განიხილება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

კერძოდ, პუტინმა რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში შეიტანა ცვლილებები, რომლებიც რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევებს ეხება.

მან ბირთვული იარაღის გამოყენების განახლებულ პირობებზე ისაუბრა.

“დოკუმენტის განახლებულ რედაქციაში ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ აგრესია, რომელშიც მონაწილეობენ ან ეხმარებიან ბირთვული სახელმწიფოები, უნდა განიხილებოდეს როგორც მათი ერთობლივი თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე”, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას იტოვებს თავდასხმის შემთხვევაში, იმ შემთხვევაშიც თუ მოწინააღმდეგე ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებითაც “კრიტიკულ საფრთხეს” უქმნის რუსეთს ან ბელარუსს.

პუტინის თქმით, ეს საკითხები ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთანაც შეთანხმებულია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო