საფრანგეთი ლიბანში „ჰეზბოლასა“ და ისრაელის შორის ცეცხლის 21-დღიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდის

საფრანგეთი ლიბანში ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის ცეცხლის 21-დღიანი, დროებითი შეწყვეტის ინიციატივით გამოდის, - შესაბამისი განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

ინიციატივას მხარი დაუჭირა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ და განაცხადა, რომ „ომი არ შედის არც ისრაელელი და არც ლიბანელი ხალხის ინტერესებში“.

გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილემ, რობერტ ვუდმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონის გეგმები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი და რომ საჭიროებს რეალურ და ეფექტურ მექანიზმს ლურჯი ხაზის, ისრაელსა და ლიბანს შორის გაერო-ს მიერ შედგენილი დროებითი საზღვრის, ასამოქმედებლად.

„ვმუშაობთ სხვა ქვეყნებთან წინადადებაზე, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ სიმშვიდემდე, დისკუსიებსა და დიპლომატიურ გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანს“, -აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

უთანხმოების გადაჭრის მიზნით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდა, რათა განეხილათ მცდელობები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად და უფრო ფართო ომის თავიდან ასაცილებლად.

ცნობისთვის, ლიბანური მხარის ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდასხმებს 600-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, მათ შორის ქალები და ბავშვები. ისრაელის შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჰერცი ჰალევიმ გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანა ლიბანში შესაძლო სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო