„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 26 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სამგორის სათავე ნაგებობაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოების ფარგლებში სათავე ნაგებობის მაგისტრალურ მილსადენზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს განაახლებენ.

„გადაუდებელი სამუშაოები დღეს, 26 სექტემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 26 სექტემბერს, 23:00 საათიდან 27 სექტემბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - ჭირნახულის, სტურუას, აფხაზავას, მეფრინველეობის, ნამორაძის, ლეონტი მროველის, კამოს, გოკიელის და მეკოკიშვილის ქუჩებს. სოფელ დიდ ლილოს, წინუბანს, ნასაგურს, ვაზიანის სამხედრო დასახლებას და სოფელი გამარჯვების ნაწილს.

ლილოს დასახლებას, ლილოს დასახლების I,II,IV,V კვარტალს, I მიკრორაიონს, II მიკრორაიონის N1-12, ვარკეთილის მეურნეობას, საქნავთის, ორხევის, სადგური ლილოს, თეთრიხევის, ლოჭინის და მიმდებარე დასახლებებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge „,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა