ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც, 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ ჰონგ-კონგში უვიზოდ იმოგზაურონ

2024 წლის 25 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს ოფიციალურად გადასცა ნოტა ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც, 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ, უვიზოდ იმოგზაურონ ჰონგ კონგში და დაყონ რეგიონში 30 დღე.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი მიმოსვლით შექმნილი შესაძლებლობების გამოყენებას, მათ შორის ტურიზმის, ხალხთაშორისო კონტაქტების, ბიზნეს კავშირების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მგზავრობისას. საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ქართულმა მხარემ აქტიურად დაიწყო მუშაობა ჰონგ-კონგის ადმინისტრაციასთან საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰონგ-კონგში უვიზო რეჟიმის შემოღების მიზნით. სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონგ კონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა გააჩნია.

2018 წელს საქართველომ ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ- კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონთან. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს პროდუქციის წვდომას ჰონგ-კონგის სამომხმარებლო ბაზარზე. ჰონგ-კონგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ფინანსურ, სატრანსპორტო და სავაჭრო ცენტრს. რეგიონში მსოფლიოს უმთავრესი კომერციული პორტებია წარმოდგენილი.

ჰონგ-კონგში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ მგზავრობის გადაწყვეტილება საქართველოს და ჩინეთს შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებული მორიგი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს