ვალერი ჩეჩელაშვილი - შერბილებული რიტორიკა გაერო-ში ღარიბაშვილის დროსაც იყო, ლექსიკა შიგნით იყო სულ სხვა და გარეთ - სხვა - შერბილებაზე უფრო მეტად იმან იმოქმედა, რომ კობახიძემ აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან ცივი შხაპი მიიღო

გაერო-ში ირაკლი კობახიძის შერბილებულ რიტორიკას რაც შეეხება, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროსაც ეს ასე იყო, ანუ ჩვენ გვყავდა შიდა მოხმარების პრემიერ-მინისტრი და გარე მოხმარების პრემიერ-მინისტრი, ლექსიკა შიგნით იყო სულ სხვა და გარეთ იყო სულ სხვა. ეს ტრადიცია გააგრძელა ბატონმა ირაკლი კობახიძემ. ამ შერბილებაზე კიდევ უფრო მეტად იმოქმედა იმან, რომ ბატონმა ირაკლიმ, გუშინ, გუშინწინ, ცივი შხაპი მიიღო აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ ყოფილი დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლას.

ჩეჩელაშვილის შეფასებით, ირაკლი კობახიძის ეს გამოსვლა იყო უფრო კარგი, ვიდრე პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა გორში.

მისივე თქმით, კობახიძის ლექსიკა, გზავნილები და ა.შ. რაც ეხება ცხინვალს და სოხუმს, გაცილებით დიპლომატიურად იყო ჩამოყალიბებული.

ირაკლი კობახიძეს ახალი არაფერი უთქვამს, მაგრამ გამიკვირდა რომ აღნიშნა - „ჩვენ ვაშენებთ მშვიდობიან განვითარებულ საქართველოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად“, ვის გულისხმობდა ამ სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობრებში, ეს ცოტა გასაკვირია იმ ფონზე, როდესაც მათ შორის მისი მეცადინეობით ჩვენი ურთიერთობები გაუარესდა აშშ-სთან და ბრიუსელთან. ამასთან ერთად, ისიც თქვა,რომ ჩვენ 20230 წელს აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი, რაზე დაყრდნობით გააკეთა ეს განცხადება აბსოლუტურად გაუგებარია. შემიძლია სრული გარანტია მივცე ნებისმიერ ადამიანს, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში დარჩენა რამენაირად მოახერხა, აბსოლუტურად 100%-იან გარანტიას ვიძლევი, რომ ჩვენ 2030 წელს ვერანაირად ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი და მითუმეტეს, ნატო-ს წევრი. რაც შეეხება შერბილებულ რიტორიკას, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროსაც ეს, ასე იყო, ანუ ჩვენ გვყავდა შიდა მოხმარების პრემიერ-მინისტრი და გარე მოხმარების პრემიერ-მინისტრი, ლექსიკა შიგნით იყო სულ სხვა და გარეთ იყო სულ სხვა. ეს ტრადიცია გააგრძელა ბატონმა ირაკლი კობახიძემ. ამ შერბილებაზე კიდევ უფრო მეტად იმოქმედა იმან,რომ გუშინ-გუშინ წინ ცივი შხაპი მიიღო ბატონმა ირაკლიმ აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან.

დიპლომატიის დაახლოებით, 30 წლიანი გამოცდილება მაქვს და ვცდილობ გავიხსენო დიპლომატიური სახელმძღვანელო, სადაც აღწერილია ასეთი შემთხვევა, მაგრამ ვერ გავიხსენე, ელჩებსაც დავეკითხე და ვერავინ გაიხსენა ისეთი შემთხვევა, როდესაც სიიდან ამოღება ხდება დელეგაციის ხელმძღვანელის და მითუმეტეს პრემიერ-მინისტრის. ასეთი რამ, ვფიქრობ,დიპლომატიის ისტორიაში პირველად მოხდა და ამ თვალსაზრისით ბატონ ირაკლის აქვს „ბედნიერება“, რომ შევიდა დიპლომატიურ ისტორიაში“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ყოფილი დიპლომატის განმარტებით, პრემიერის გამოსვლაში თვალშისაცემი იყო ასევე კიდევ ერთი წინააღმდეგობა, რაც გულისხმობს შემდეგს:

„ბატონი ირაკლი სულ საუბრობდა მშვიდობაზე, რომ საქართველო იმსახურებს მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას, ამას სთავაზობდა ჩვენ თანამემამულეებს ცხინვალსა და სოხუმში, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამავდროულად, შიგნით არის მტრული რიტორიკა, კონფრონტაცია, რომ „ყველას დავიჭერთ, ყველას გავაუქმებთ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას დავხურავთ, ყველანი მტრები არიან“ - როგორ თავსდება ეს ყველაფერი და რამდენად დამაჯერებელი იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის, ეს მშვიდობიანი რიტორიკა [გაუგებარია].

ასეთი რიტორიკით არ არის დამაჯერებელი სამშვიდობო გზავნილები სოხუმსა და ცხინვალის მიმართ. ჩვენი თანამემამულეების სახელმწიფოს წიაღში დაბრუნება არის ის, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ მიმზიდველი ქვეყანა და ასეთი გავხდებით მაშინ, როდესაც ჩვენ თვითონ შევწყვეტთ დაპირისპირებას, კონფრონტაციას და დავუბრუნდებით ევროპულ გზას“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი