Reuters - ნატო, რუსეთის ომის შემთხვევაში, დაჭრილი ჯარისკაცების ფართომასშტაბიანი ტრანსპორტირების გეგმას ამზადებს

ნატო ამზადებს გეგმას, რომელიც, რუსეთთან ომის შემთხვევაში, ფრონტის ხაზებიდან დიდი რაოდენობით დაჭრილი ჯარისკაცების ტრანსპორტირების კოორდინაციას ითვალისწინებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნატო-ს ლოგისტიკური სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრ სოლფრანკმა სააგენტოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამედიცინო ევაკუაციის მომავალი სცენარი განსხვავდება იმ გამოცდილებისგან, რაც მოკავშირეებს ავღანეთსა და ერაყში ჰქონდათ.

„რუსეთთან კონფლიქტის დროს დასავლელი სამხედროები, სავარაუდოდ, უფრო დიდი საომარი ზონის წინაშე აღმოჩნდებიან, იქნება დაშავებულთა მეტი რაოდენობა და ფრონტის ხაზებთან ახლოს საჰაერო უპირატესობა, სულ მცირე, დროებით არ ექნებათ“, - აღნიშნა გენერალმა.

მისივე განმარტებით, რუსული საჰაერო თავდაცვა და თვითმფრინავები საფრთხეს შეუქმნიან სამედიცინო-საევაკუაციო ფრენებს რაც, სავარაუდოდ, გააჩენს საავადმყოფოს მატარებლების საჭიროებას, რომლებითაც შესაძლებელი იქნება ერთდროულად უფრო მეტი დაშავებულის გადაყვანა, ვიდრე თვითმფრინავებით.

„დაგეგმვის მიზეზების გამო, გასათვალისწინებელია დიდი რაოდენობის დაჭრილების სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანის ყველა ვარიანტი, რომელიც მოიცავს მატარებლებს, მაგრამ პოტენციურად ავტობუსებსაც“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალმა.

მისი განმარტებით, კიდევ ერთი დაბრკოლება ქვეყნებს შორის განსხვავებული სამედიცინო რეგულაციები იქნება და გამოსავალი, შესაძლოა, ე.წ. სამხედრო სამედიცინო შენგენის შექმნა გახდეს, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო მედიკამენტების, მათ შორის ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების, თავისუფალ ტრანსპორტირებას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს