დავით ნარმანია Energy Community-ს ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და სემეკის წევრები ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ხელმძღვანელს, არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში ენერგეტიკული რეფორმის მიმდინარეობა, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად მარეგულირებელი კომისიის მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების აღსრულების ეფექტიანობა განიხილეს. ამასთანავე, სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკის მიერ შესრულებულია კანონმდებლობითა და ევროპული დირექტივებით ნაკისრი ვალდებულებები, ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობის მიზნით კომისიას უკვე 50-მდე ნორმატიული აქტი აქვს მიღებული.

შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და ენერგეტიკული გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, სალომე ჯანელიძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია