ნოტარიუსთა პალატაში იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

ნოტარიუსთა პალატაში იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

პრესრელიზის თანახმად, პრაქტიკული სახელმძღვანელო ,,ბავშვზე მორგებული ეფექტური სანოტარო მომსახურება“ სანოტარო მოქმედებების შესრულებისას ბავშვთა საუკეთესო ინტერესებისა და მათი უფლებების სრულფასოვანი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა.

სახელმძღვანელოს ნოტარიუსები და სამართლის სფეროს წარმომადგენლები ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენებენ.

მათივე ცნობით, პროექტის ხელმძღვანელმა, სამართლის დოქტორმა, ნოტარიუსმა ეკატერინე შენგელიამ და სამუშაო ჯგუფის წევრებმა მკვლევარმა, დოქტორანტმა ირაკლი ლეონიძემ და ექსპერტმა, სამართლის დოქტორმა ეკატერინე ბაღიშვილმა შეისწავლეს ბავშვთა ქონებრივი და პირადი უფლებების რეალიზების პრაქტიკული ასპექტები და გამოწვევები, ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის აქტუალური საკითხები; გააანალიზეს ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა და შეიმუშავეს შესაბამისი რეკომენდაციები.

„სახელმძღვანელოს პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანანა ბეგიაშვილი, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილი, თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გოგოლაძე, გამგეობის წევრები, ნოტარიუსები, მოსამართლეები და აკადემიური წრის წარმომადგენლები.

პროექტი, რომელიც ნოტარიუსებისათვის სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნას ითვალისწინებდა, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. საგრანტო კონკურსს უწყება ყოველწლიურად აცხადებს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობისა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით. მიმდინარე წელს იუსტიციის სამინისტრო 17 გამარჯვებულ პროექტს აფინანსებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა