27 სექტემბერს, 10:30 საათზე, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები - გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე, ახალგაზრდებთან ერთად გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.
მის: გმირთა მოედანი
საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634
27 სექტემბერს, 11 საათზე, "ლელოს" ბათუმის ოფისში გაიმართება ბრიფინგი.
თემა: "ძლიერი საქართველოს" წევრის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი როლანდ შავაძის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლება.
მის: ბათუმი, ფარნავაზ მეფის 46
საკონტაქტო: ეკა დავითაძე 577484378
27 სექტემბერს, 11:00 საათზე, Gmtv-ს პრესკლუბში ადვოკატები ალექსანდრე კობაიძე და ნიკა მემანიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: „მათე მოტორსის“ საქმე.
მის: ანდრონიკაშვილის ქ.#9.
საკონტაქტო: 599 42 50 67
27 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე, ალეკო ელისაშვილი, დავით რაქვიაშვილი, ლევან სამუშია, ლექსო გოგოხია და თამარ ბელქანია ენგურის ხიდის მიმდებარედ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.
მის: რუხი, ენგურის ხიდი.
საკონტაქტო: თამარ გორთამაშვილი - 577 76 19 19
27 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები: ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, თაზო დათუნაშვილი და ვატო სურგულაძე დიღმის ძმათა სასაფლაოზე მემორიალს და გურამ გაბისკირიას საფლავს გვირგვინით შეამკობენ.
27 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წარმომადგენლის, ირაკლი მამალაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „ქართული ტაძრებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობა აფხაზეთში, ომიდან 31 წლის შემდეგ, ვანდალიზმისა და შავი არქეოლოგიის ფაქტები.
მოძრაობის აქტივისტების მიერ ოკუპირებულ რეგიონში გადაღებული ფოტომასალები. ძეგლების ისტორიული იერსახის დამახინჯების ფაქტები“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 534 524
27 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე.
მის: თბილისის საქალაქო სასამართლო
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
27 სექტემბერს, 12:00 საათზე, რუსთავში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები: ლანა გალდავა, აგილ მუსტაფაევი, დავით სულაძე და „ძლიერი საქართველოს“ რუსთავის წარმომადგენლები ჟიული შარტავას სახელობის მოედანზე, მემორიალთან მივლენ.
27 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ენგურის ხიდთან მივა და ადგილზე გაეცნობა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას.
27 სექტემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში იპოდრომის ცათამბჯენების პროექტზე საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების, საბა ბუაძის, ანა გოგოლაძის და ლილე ლიპარტელიანის სარჩელის განხილვა გაიმართება.
27 სექტემბერს, 14:00 საათზე, "ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის ბრიფინგი გაიმართება.
27 სექტემბერს, 15:00 საათზე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ვაკის პარკის შესასვლელში სურსათის დანაკარგებისა და ჭარბი სურსათის გადანაწილების შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს სიმბოლური საინფორმაციო ინსტალაციის აწყობით აღნიშნავს.
მის: ვაკის პარკი (შესასვლელი ფალიაშვილის ქუჩის მხრიდან)
27 სექტემბერს, 20:00 საათზე, პოლიტიკური პარტია „ჩვენის“ ორგანიზებით, დავით ქაცარავას ფილმის - „მცოცავი ოკუპაცია“, ჩვენება გაიმართება.
ღონისძიებაზე მოწვეული არიან: ელჩები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მის: აფაქიძის #11, სასტუმრო ,,Best Western Tbilisi Art Hotel”
საკონტაქტო: ნატა ჭელიშვილი - 598 50 55 42