CNN  - ნიუ-იორკის მერს ხუთ ფედერალურ კორუფციულ საქმეზე ედება ბრალი, მათ შორის ქრთამის აღებასა და ელექტრონული საშუალებების გამოყენებით თაღლითობაში

ნიუ-იორკის მერს ხუთ ფედერალურ კორუფციულ საქმეზე ედება ბრალი, მათ შორის ქრთამის აღებასა და ელექტრონული საშუალებების გამოყენებით თაღლითობაში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი საბრალდებო აქტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აქტის თანახმად, ნიუ-იორკის მერის ერიკ ადამსის კორუფციული საქმეები 2014 წელს დაიწყო.

“თითქმის ერთი დეკადის განმავლობაში, ადამსი ეძებდა და იღებდა არასათანადო ღირებულ სარგებელს, როგორიცაა ფუფუნებით საერთაშორისო მოგზაურობა, მათ შორის მდიდარი უცხოელი ბიზნეს პირებისგან და როგორც მინიმუმ თურქეთის მთავრობის ერთი ოფიციალური პირისგან, რომელიც მასზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა”, - ნათქვამია საბრალდებო აქტში.

აღინიშნება, რომ თურქი ოფიციალური პირისგან ადამსმა ფუფუნებით მოგზაურობა და სხვა სარგებელი მიიღო, სანაცვლოდ კი ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტზე მოახდინა ზეწოლა, რათა თურქეთის საკონსულოს შენობის გახსნა სახანძრო ინსპექციის გარეშე მომხდარიყო.

ადამსმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ბრალდებებით გაკვირვებული არ არის და საზოგადოებას მოუწოდა, “დაელოდონ და მოისმინონ რას იტყვის ჩვენი დაცვა, სანამ რაიმე შეფასებებს გააკეთებთ”.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში