თბილისში აქცია - „სოლიდარობა შუქრუთელებს“  დასრულდა

თბილისში აქცია - „სოლიდარობა შუქრუთელებს“ დასრულდა.

მათ აქცია პარლამენტთან დაიწყეს და მსვლელობით საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდნენ, სადაც მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, 1-ელ ოქტომბერს, 19:00 საათზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმართულებით გამართავენ მსვლელობას, რათა ხმა მიაწვდინონ მას შუქრუთელების პრობლემების შესახებ.

აქციის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელ შუქრუთისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.

შუქრუთელები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები და სოფელში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს