ირაკლი კობახიძე - 27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში - პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც ოცნება ჰქონდათ, ეს იყო ოცნება ერთიან საქართველოზე

27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისში, გმირთა მოედანზე მდებარე ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულთა მემორიალთან განაცხადა.

მისივე თქმით, გარდაცვლილ გმირებმა თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოს და ერთიანი საქართველოს იდეას.

„27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოს და ერთიანი საქართველოს იდეას. ამ გმირებს ოცნება ჰქონდათ, ეს იყო ოცნება ერთიან საქართველოზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოცნება აუცილებლად ახდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს