ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების სიები შედგება „დრომოჭმული, სისხლში და დანაშაულში გასვრილი“ ადამიანებისგან

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების სიები შედგება „დრომოჭმული, სისხლში და დანაშაულში გასვრილი“ ადამიანებისგან. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ოპოზიციის სიებს რაც შეეხება, ყველამ დაინახა, რომ არავითარი განახლების რესურსი ოპოზიციას არ აქვს - ისევ ეს ძველი, დრომოჭმული სახეები, მათ შორის დანაშაულში, სისხლში გასვრილი ადამიანები, ეს არის ოპოზიციის სიები, თქვენი ლიდერები, მათ შორის სააკაშვილი, გვარამია და სხვები, ანუ დრომოჭმული, სისხლიანი სპეცსაქმეებში გასვრილი ადამიანები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან, ასევე, უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე საზოგადოებას საარჩევნო ხმების დაცვისკენ მოუწოდებს.

„მე ამაზე არ მინდა კომენტარის გაკეთება, მაგრამ კიდევ ერთხელ, მინდა ყველას შევახსენო, რომ „ნაცმოძრაობაში“ აქტიურად საუბრობენ პროვოკაციებზე, მათ უნდათ პროვოკაციების მოწყობა, ამასთან დაკავშირებით ბრიფინგიც ჩავატარე. მე საზოგადოება მოვუწოდებ, რომ იყვნენ ძალიან ფხიზლად, ძალიან ფრთხილად და რა თქმა უნდა, არავინ უნდა დაუშვას ასეთი პროვოკაციების მოწყობა. სახელმწიფო ყველა შემთხვევაში მიიღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ჩვენ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მივცეთ“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე