„თბილისი ენერჯი“ Microsoft 365-ის გამოყენებით მუშაობის ეფექტურობასა და მონაცემთა უსაფრთხოებას ზრდის

„თბილისი ენერჯი“ Microsoft 365-ის გამოყენებით მუშაობის ეფექტურობასა და მონაცემთა უსაფრთხოებას ზრდის.

ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, დღევანდელი სამუშაო გარემო კომპანიებისთვის სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციას მოითხოვს, რაც „თბილისი ენერჯის“ საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი გასაღებია.

„დღევანდელი სამუშაო გარემო კომპანიებისთვის სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციას მოითხოვს, რაც „თბილისი ენერჯის“ საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი გასაღებია. სწორედ ამიტომ, კომპანიის თანამშრომლებმა Microsoft 365 პროდუქტების - Teams, Outlook და OneDrive-ის ტრენინგი გაიარეს. Teams-ის გამოყენება საშუალებას მოგვცემს მარტივად გავმართოთ ჯგუფური შეხვედრები და ვიმუშაოთ ერთად.

Outlook კი დაგვეხმარება ორგანიზებულად ვმართოთ დრო და კომუნიკაცია.

OneDrive უზრუნველყოფს მონაცემების უსაფრთხო შენახვას და მართვას, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი კომპანიისთვის.

აღნიშნული პროდუქტები აუცილებელია კომპანიაში სამუშაო კულტურის უფრო მაღალ საფეხურზე გადასასვლელად, ასევე ინფორმაციული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით.

„თბილისი ენერჯის“ მიზანია, სამუშაო პროცესი უფრო უსაფრთხო და დაცული გავხადოთ, რაც მოგვცემს უკეთესი შედეგების მიღწევის საშუალებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა