ცესკოში პარტიული სია 19-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს ამოიწურა. ცესკოს თავმჯდომარეს პარტიული სია სულ 19-მა საარჩევნო სუბიექტმა წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, ცესკოს შესაბამისი სამსახურის მიერ პარტიული სიების შემოწმების და რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება უკვე დაწყებულია და პარტიული სიების რეგისტრაციის ბოლო ვადა 6 ოქტომბერია.

ესენი არიან:

1. „საქართველო“

2. „გახარია საქართველოსთვის“

3. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“

4. საქართველოს ლეიბორისტული პარტია

5. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია

6. „მემარცხენე ალიანსი“

7. „თავისუფალი საქართველო“

8. „ტრიბუნა“

9. „შეცვალე საქართველო“

10. „ჩვენ“

11. „ქართველ ერთობა“

12. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

13. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

14. „გირჩი“

15. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

16. „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“

17. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“

18. „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“

19. „ევროპელი დემოკრატები“

ცესკოს შესაბამისი სამსახურის მიერ პარტიული სიების შემოწმების და რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება უკვე დაწყებულია. პარტიული სიების რეგისტრაციის ბოლო ვადა კი 6 ოქტომბერია. ამ დროისთვის რეგისტრირებულია ერთი საარჩევნო სუბიექტის - „ევროპელი დემოკრატების“ პარტიულის სია. შესაბამისად რეგისტრაციის პროცედურებს გადის 18 საარჩევნო სუბიექტი.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 27 საარჩევნო სუბიექტი. მათგან სამ პარტიას („ანა დოლიძე - ხალხისთვის“, „მოქალაქეები“ და „მწვანეთა პარტია“) საარჩევნო რეგისტრაცია საკუთარი განცხადების საფუძველზე გაუუქმდა.

აღსანიშნავია, რომ ცესკომ პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა მისცა. ცესკოს დადგენილებაში ცვლილება, რომლის თანახმადაც პარტიებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრაციის მიზნით, პარტიული სიის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით წარდგენა შეეძლოთ, ძალაში 10 სექტემბერს შევიდა. რის შემდეგაც ცესკომ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიებს შესთავაზა, ესარგებლათ სიების წარდგენის ელექტრონული წესით. აღნიშნული წესით პარტიული სია ოთხმა პარტიამ წარადგინა.

გარდა ამისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე დადგენილებით (დადგენილება №34/2024) განსაზღვრა კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი, რითაც ხელი შეუწყო პარტიებს დროულად მიეღოთ გადაწყვეტილებები პარტიულ სიებთან დაკავშირებით.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე დააზუსტა ის ვადები, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის მიერ ნარკოლოგიური ცნობის წარმოდგენას. ცესკომ ცვლილება შეიტანა შესაბამის განკარგულებაში და დაადგინა, რომ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა ცესკოში წარდგენილ პარტიულ სიას დაერთვება თუ ის გაცემულია პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადამდე 20 კალენდარული დღის ვადაში, რითაც საარჩევნო სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანი პროცედურის შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო ცხადი გახადა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს