ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვრის დარღვევა იქნება წითელი ხაზი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც ბირთვული იარაღის გამოყენება მოხდება, ბელარუსის საზღვრის დარღვევაა.

„ფორუმზე ვთქვი, რომ ბელარუსზე თავდასხმა არის მესამე მსოფლიო ომი, მადლობა, რომ ცოტა ხნის წინ პუტინმა დაადასტურა ეს, შეიტანა რა ცვლილებები ბირთვულ დოქტრინაში, რომ რუსეთსა და ბელარუსზე შეტევა და ჩვენ ვიყენებთ ბირთვულ იარაღს. მან დაადასტურა ჩემი სიტყვა. ეს იყო ჩემი განცხადების არსი“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ დასავლეთს არ სურს მსოფლიო ომი.

„ჩვენ გამოვიყენებთ ატომურ იარაღს - შეიძლება გვიპასუხონ და ასევე რუსეთსაც. ამიტომ, რუსეთი გამოიყენებს მთელ არსენალს და ეს უკვე მსოფლიო ომია. ეს არც დასავლეთს უნდა. ისინი არ არიან ამისთვის მზად. მაგრამ ჩვენ მათ გულწრფელად ვეუბნებით: წითელი ხაზი არის სახელმწიფო საზღვარი. თუ ფეხს დაადგამთ - პასუხი მყისიერი იქნება. ამისთვის ვემზადებით. ამაზე გულწრფელად და ღიად ვსაუბრობ“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე