ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლის პირველ ოქტომბერს სამუდამოდ წარსულში დარჩა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და მთავარი ფაქტორი, რამაც ხალხს ამ ბოროტებასთან ბრძოლაში გადამწყვეტი გამარჯვების ძალა მისცა, ბიძინა ივანიშვილის თავდადების და თავგანწირვის პირადი მაგალითი გახდა

უკვე 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაშორეთ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული, ჩვენი ხალხის მჩაგვრელი და უცხო ძალების მსახური დამნაშავე აგენტურა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს სამუდამოდ წარსულში დარჩა „სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და მთავარი ფაქტორი, რამაც ხალხს ამ ბოროტებასთან ბრძოლაში გადამწყვეტი გამარჯვების ძალა მისცა, ბიძინა ივანიშვილის თავდადების პირადი მაგალითი გახდა“.

„ყველა ჩვენგანს გვახსოვს და ვიცით, რომ იმ წარმოუდგენელი ბოროტების წინააღმდეგ გამარჯვება მხოლოდ თავდადებით და უკომპრომისო ბრძოლით იყო შესაძლებელი. მაგრამ რა თქმა უნდა მთავარი ფაქტორი, რამაც თითქმის უიმედო მდგომარეობაში მყოფ ხალხს ამ ბოროტებასთან ბრძოლაში გადამწყვეტი გამარჯვების ძალა მისცა, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადების და თავგანწირვის პირადი მაგალითი გახდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩვენი ლიდერის წინამძღოლობით სამუდამოდ წარსულში დავტოვეთ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი, ხალხის ტერორი და შიში, ქართველი ხალხის ღირსების შელახვა, სიტყვისა თავისუფლებისა და მედიის ჩახშობა, მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევა, პატიმრების წამება და ახალგაზრდების ქუჩაში ჩაცხრილვა, რაც მთავარია - ომი, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დაკარგვა და გაჩუქება, რაც უპატიებელი ღალატია ჩვენი ერისა და ქვეყნის წინაშე!“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე