უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი - რუსეთის სიღრმეში დარტყმებზე ნებართვის შესახებ პირველები თვითონ რუსები გაიგებენ

რუსეთის სიღრმეში დარტყმებზე ნებართვის შესახებ პირველები თვითონ რუსები გაიგებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

“უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებზე ნებართვის შესახებ პირველები თვითონ რუსები გაიგებენ. პირველები გაიგებენ, და მხოლოდ შემდეგ იქნება ოფიციალური განცხადება გაკეთებული“, - განაცხადა ნიკიფოროვმა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე “ერთმნიშვნელოვანი საბოლოო გადაწყვეტილება” ჯერ არ არის, მაგრამ ზელენსკიმ “მოლაპარაკებები ჩაატარა ყველა მხარესთან, ვისზეც ეს გადაწყვეტილებაა დამოკიდებული, ვისაც შესაბამისი შესაძლებლობების მიწოდება შეუძლია - იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და, რა თქმა უნდა, აშშ”.

ნიკიფოროვის თქმით, უკრაინის მხრიდან “ძლიერი ერთობლივი მოთხოვნა” არსებობს პარტნიორების მიმართ “არგუმენტებით, ყველა ამოცანით, ყველა ახსნით იმის შესახებ, პრაქტიკაზე კონკრეტულად რის მიღწევის შესაძლებლობას მოგვცემს ეს ნებართვა”.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა