სერგო ჩიხლაძე - პაპუაშვილი არის ქარაფშუტა პოლიტიკოსი, როგორც ჩანს, მისთვის მისაბაძია არა ევროპელი და ამერიკელი, არამედ რუსი ან ირანელი პოლიტიკოსები, „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერები

პაპუაშვილი არის ქარაფშუტა პოლიტიკოსი - კობახიძე-ღარიბაშვილს გადაუსწრო საკუთარი არასერიოზული, ქარაფშუტული, ანტიქართული განცხადებებით, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება შეაფასა, სადაც თქვა, რომ რიტორიკა და ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიის ანარეკლია.

„პაპუაშვილი არის ქარაფშუტა პოლიტიკოსი, მე მას პოლიტიკოსს ვერ დავარქმევდი. როგორც ჩანს, მისთვის მისაბაძი მაგალითია არა ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, არამედ რუსი ან ირანელი პოლიტიკოსები, „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერები. ვუსამძიმრებ პაპუაშვილს და კობახიძეს ამ ტერორისტი ლიდერების განადგურებას, ალბათ ძალიან წუხან ამაზე. პაპუაშვილის განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ. არასერიოზულია ეს ადამიანი, კობახიძე-ღარიბაშვილს გადაუსწრო საკუთარი არასერიოზული, ქარაფშუტული, ანტიქართული განცხადებებით“,- აღნიშნა ჩიხლაძემ.

გარდა ამისა, მან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ თელავში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ისტორიის შესახებ ცოდნა არ აქვს.

“ივანიშვილმა არ იცის უახლესი ისტორია, არც ძველი არც შუა საუკუნეების. საერთოდ, „ქართულ ოცნებას“ ძალიან უყვარს ისტორიის გადაწერა, როგორც საუკუნეების წინანდელი, ისე უახლესი. ფაქტია, რომ მათ ისტორიის შესახებ ცოდნა არ აქვთ. ისინი არიან უვიცები და მატყუარები. ვფიქრობ, გუშინდელი ნათქვამი უვიცობის, მავნებლობის და ტყუილების ნაზავი იყო“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები