დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი რაიან რუთი ბრალს არ აღიარებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი რაიან რუთი ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

58 წლის რაიან რუთი, რომელსაც ბრალად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა ედება, წაყენებულ ხუთ ფედერალურ ბრალდებას არ აღიარებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესს ითხოვს.

ცნობისთვის, რაინ რუთი 15 სექტემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ფლორიდაში, დონალდ ტრამპის გოლფის მოედანთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი გოლფს თამაშობდა, სროლა მოხდა. შეიარაღებული თავდამსხმელი ტრამპისგან 300-500 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა და სამართალდამცავებმა „აკ-47“, კამერა და ზურგჩანთები იპოვეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე