მარიამ ლაშხი - რეზოლუციაზე, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ბრალად სდებდა ომის დაწყებას, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა! - სად იყავით, მართლა რომ ყიდდნენ ქვეყანას?

1633 რეზოლუციაზე, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ბრალად სდებდა ომის დაწყებას - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა! ჰააგის სასამართლოზე მრავალწლიანი შრომით „ქართულმა ოცნებამ“, ამ რეზოლუციის თუ სხვა დამალული ფაქტების მიუხედავად, რუსეთს მოუგო და საქართველო გამართლდა. ამ ორი ფაქტის ფონზე "ვავა მედია" კალაძის კომენტარს აფრიალებს , - ლავროვის განცხადება პოზიტიურია, თუმცა ამ განცხადებასთან ერთად ქმედითი ნაბიჯები გადაედგათ და ჯარი გაეყვანათო - ამას უწუნებენ. სად იყავით, მართლა რომ ყიდდნენ ქვეყანას?, - წერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი.

მისივე თქმით, საზოგადოება რეალურ ფაქტებს ხედავს, როგორ ჩნდება "თანაცხოვრების პერსპექტივა სწორი სახელმწიფო პოლიტიკით, როგორ იზრდება ეკონომიკა და მცირდება სიღარიბე".

„1633 რეზოლუციაზე, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ბრალად სდებდა ომის დაწყებას - "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი მოაწერა!

ჰააგის სასამართლოზე მრავალწლიანი შრომით "ქართულმა ოცნებამ", ამ რეზოლუციის თუ სხვა დამალული ფაქტების მიუხედავად, რუსეთს მოუგო და საქართველო გამართლდა.

ამ ორი ფაქტის ფონზე ვავა მედია კალაძის კომენტარს აფრიალებს - ლავროვის განცხადება პოზიტიურია, თუმცა ამ განცხადებასთან ერთად ქმედითი ნაბიჯები გადაედგათ და ჯარი გაეყვანათო - ამას უწუნებენ.

სად იყავით, მართლა რომ ყიდდნენ ქვეყანას?

სად იყავით და რატომ არ შფოთდებოდით ოფიციალური რეზოლუციებით რომ ამტყუნებდნენ ჯარისკაცებს და საკუთარ იმბეცილობებს რომ ახოცავდნენ ხალხს.

საბედნიეროდ ხალხს არც სკლეროზი დამართნია და ყველაფერი ახსოვს საკუთარ ტყავზე გამოცდილებს, საბედნიეროს საზოგადოება ბრძენია და ამ იაფფასიან ტყუილებს არ ჭამს და საბედნიეროდ რეალურ ფაქტებს ხედავს როგორ გვიჩნდება თანაცხოვრების პერსპექტივა სწორი სახელმწიფო პოლიტიკით, როგორ იზრდება ეკონომიკა და მცირდება სიღარიბე“, - წერს მარიამ ლაშხი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში