მერიის ჯანდაცვის სამსახურში განმარტავენ, რა პროცედურები უნდა გაიარონ მოხალისეებმა, რომ ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრში მოხვდნენ

ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრში რეგისტრაციის სურვილი 45-მა ბენეფიციარმა გამოთქვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა განუცხადა.

როგორც ჩივიაშვილმა განმარტა, თითოეულ მოხალისეზე 5 000 - ლარიანი ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა, რომელსაც კონკრეტული გამოკვლევების დასაფინანსებლად გამოიყენებენ. მისივე თქმით, ბენეფიციარებმა კლინიკას უნდა მიმართონ. კლინიკიდან ხდება აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა დაფინანსების მიზნით.

„ეს არის სიახლე, რომელიც მსოფლიო დონორთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის ერთ-ერთი პირობაა. ამ პირობის შესასრულებლად საჭიროა, საქართველოს საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში 500 ადამიანი ჰყავდეს რეგისტრირებული, როგორც დონორი.

ჩვენ დავიწყეთ ამ ბაზის ხელშეწყობის პროგრამაზე მუშაობა. ამ ეტაპზე, მონაწილეობას იღებს ინგოროყვას სახელობის მაღალტექნოლოგიური კლინიკა. თითოეულ პაციენტებზე გაიცემა 5000 - ლარიანი ვაუჩერი. აუცილებელია დონორების კვლევა, კერძოდ, მოხალისეების ძვლის ტვინის ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრა (HLA).

მომართვიანობა დაიწყო, ჩვენი მხრიდან დაფინანსებულია 45 დონორი, რომელიც გამოკვლევის შემდეგ ბაზაში მოხვდება, როგორც დონორი.

ბენეფიციარებმა კლინიკას უნდა მიმართონ, მერიაში მოსვლა საჭირო არ არის. კლინიკიდან ხდება აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა მათი დაფინანსების მიზნით. ყველას, ვინც სურვილს გამოთქვამს, უფასო კვლევები ჩაუტარდებათ. მიმართონ მათ კლინიკას და ჩვენ სრულად დავაფინანსებთ“,- აღნიშნა ჩივიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნაზე მუშაობა სავარაუდოდ, 2025 წლის 1-ელ მარტს დასრულდება. საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შესაქმნელად მოხალისე დონორთა ბაზის არსებობა ხდება საჭირო, ამისთვის კი, აუცილებელია პოტენციური დონორების კვლევა. კერძოდ, მოხალისეებს ძვლის ტვინის ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრა (HLA), C და B ჰეპატიტის და სხვა კვლევები უნდა ჩაუტარდეთ, რასაც მერია სრულად დააფინანსებს. ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნა, თავის მხრივ, საქართველოში ძვლის ტვინის ალოგენური (არანათესაური) გადანერგვის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს