საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებისათვის ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ „ვორქშოფი“ ჩაატარეს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ „ვორქშოფი“ ჩაატარეს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, „ვორქშოფის“ ორგანიზატორი იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. ღონისძიება გაიმართა პროექტის - „ეპიდემიების მიმართ მზაობა და კოვიდ-19-ზე რეაგირება სომხეთსა და საქართველოში“ - ფარგლებში.

„პროექტის მხარდამჭერია ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), ავსტრიის წითელი ჯვარი (AuRC), წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია (IFRC). ტრენინგზე სპიკერებმა განიხილეს თემები, როგორიცაა გეგმური და არაგეგმური ვაქცინაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობა, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოწვევები, ვაქცინაციის შესახებ არსებული მცდარი შეხედულებების გაქარწყლება.

ტრენინგის ბოლოს გამოცხადდა დახურული კონკურსი დამსწრე სტუდენტებისათვის. კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა უნდა მოამზადონ და 30 ნოემბრამდე საკონკურსოდ უნდა წარადგინონ ჟურნალისტური მასალები ვაქცინაციის შესახებ. საუკეთესო ჟურნალისტური მასალებისათვის გათვალისწინებულია ფულადი პრიზები. გამარჯვებულ მედია-პროექტებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად, 2024 წლის დეკემბერში გამოავლენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება