ირაკლი კობახიძე - ნახევარი მილიონი ლარის დამალვაზეა საუბარი „ლელოს“ მხრიდან, რაც ნიშნავს, რომ ის მილიონი ლარით უნდა დაჯარიმდეს, თუმცა ანტიკორუფციული ბიუროსადმი ჩემი მოწოდება იქნება, შედარებით ლოიალური მიდგომა გამოავლინოს

„შავი ფული“ ტრიალებს საარჩევნო პროცესში, მათ შორის „ლელოც“ ხარჯავს „შავ ფულს“, წესით, ამით ანტიკორუფციული ბიურო უნდა დაინტერესდეს - ჩემი მოწოდება იქნებოდა ბიურომ შედარებით ლოიალური მიდგომა გამოავლინოს და ასეთ საკითხებს პედანტურად, წმინდა სამართლებრივად ნუ გაჰყვება, გნებავთ, ჩათვალეთ ეს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში ჩარევად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „ლელო“ფინანსურ ხარჯებს არ ასაჯაროებს.

პრემიერის თქმით, „ლელოსთან“ მიმართებით აქვს ინფორმაცია, რომ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის დამალვაზეა საუბარი, რაც მილიონი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

„შავი ფული“ ტრიალებს საარჩევნო პროცესში, მათ შორის „ლელოც“ ხარჯავს „შავ ფულს“. „ტვ პირველსაც“ აფინანსებს შავი ფულით, თვეში 240 ათასი ლარი იყო, შეიძლება გაუზარდეს წინასაარჩევნო პერიოდში. როდესაც „შავი ფული“ ტრიალებს, მისი დეკლარირება ადვილი არ არის. ეს არის მიზეზი, რატომაც არიდებენ თავს რეალური ხარჯების დეკლარირებას. წესით, ამით უნდა დაინტერესდეს ანტიკორუფციული ბიურო. მაგრამ, ჩემი მინიშნება იქნებოდა (სამწუხაროდ, ვერ ვმართავ ანტიკორუფციულ ბიუროს), რომ აქაც ბიურო შედარებით რბილი მიდგომით თუ იმოქმედებს, უკეთესი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ვიცი, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის დამალვაზეა საუბარი, როგორც მითხრეს. უხეში ინფორმაციაა და შეიძლება, სწორი არ იყოს. ნახევარი მილიონის დამალვა ნიშნავს იმას, რომ მილიონი ლარით უნდა დაჯარიმდეს „ლელო“. ეს თუ მოხდება, გამოვა ვინმე ევროსაბჭოდან ან ევროპარლამენტიდან და იტყვიან, რომ საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს ექმნება საფრთხე. შეიძლება ეს უნდოდეს „ლელოს“ და მის მფარველებს. აქაც, ჩემი მოწოდება იქნებოდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ, შედარებით ლოიალური მიდგომა გამოავლინოს და ნუ გაჰყვება პედანტურად, წმინდა სამართლებრივად ასეთ საკითხებს. გნებავთ, ჩათვალეთ ეს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში ჩარევად“, - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა