რომან გოცირიძე - განახევრდა გრანტები, რაც არის ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის შედეგი - როგორც კი ივანიშვილს სანქციები დაედება, ქვეყანა პოლიტიკურ და ფინანსურ იზოლაციაში აღმოჩნდება

განახევრდა გრანტები, რაც არის ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის შედეგი - ეს მაშინ, როდესაც ჯერ სანქციები სრული ძალით არ არის ამოქმედებული, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდებიან, ქვეყანა პოლიტიკურ და ფინანსურ იზოლაციაში აღმიჩნდება, „ამიტომ რომ არ გაღატაკდეს და დაიცალოს ქვეყანა, დარჩენილო გვაქვს სულ რაღაც 3 კვირა“.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტში ნათლად ჩანს მთელი ის ცრუ დაპირებები, რასაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში გასცემდა.

„ბიუჯეტში ძირითადად აქცენტი აღებული აქვთ სოციალურ ნაწილზე და ჰგონიათ, რომ ეს იმდენად მიმზიდველია, რომ ჩვენი მოქალაქეები აღფრთოვანებულები დარჩებიან. სინამდვილეში, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი ახლა ვსწავლობთ ბიუჯეტს დაწვრილებით და უამრავი კორუფციული და ისეთი ხარჯებია ჩადებული, რომელიც პირდაპირ შემდეგ „ქართული ოცნების“, თუ სხვა სახის ბიზნესების ჯიბეში დაილექება. ერთი სამარცხვინო მაგალითი - საბაზო პენსია მატულობს 20 ლარით წელიწადში. ამ ტემპით თუ გაგრძელდა 1000-ლარიან პენსიას მხოლოდ 30 წლის შემდეგ მივაღწევთ. პენსია 200 ლარით რომ გაიზარდოს, ამ ტემპით უნდა 10 წელი. ძალიან დამამცირებელია ეს პენსიონერებისთვის.

ამ ბიუჯეტში ნათლად ჩანს მთელი ის ცრუ დაპირებები, რასაც წლების განმავლობაში იძლეოდა „ქართული ოცნება“. ანაკლიის მშენებლობაზე ჩადებულია მხოლოდ საზღვაო სამუშაოები და ხმელეთზე საუბარი არ არის. საოცარი ის არის, რომ ანაკლიის პროექტის მშენებარე კომპანია გამოვლენილია, მაგრამ ის ჩინელი ინვესტორიც კი არსად ჩანს. უკვე გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებაც კი არ არის გაფორმებული. არ უნდათ, რომ წინასაარჩევნოდ გაამჟღავნონ, რას ითხოვენ ჩინელები.

განახევრდა გრანტები. ეს უკვე არის ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის შედეგი. ეს მაშინ, როდესაც ჯერ სანქციები სრული ძალით არ არის ამოქმედებული. როგორც კი სანქციები დაედება ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას ეს ყველაფერი გაიყინება. არა მხოლოდ გრანტები, არამედ მთლიანად აღმოჩნდება ქვეყანა პოლიტიკური და ფინანსურ იზოლაციაში. ამიტომ რომ არ გაღატაკდეს და დაიცალოს ქვეყანა, დარჩენილო გვაქვს სულ რაღაც 3 კვირა," - განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო