„ქართული ოცნების“ საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი - არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კვლავ იგივე ღირებულებებით გავაგრძელებთ ქვეყნის აღმშენებლობას და განვითარებას

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ფანჯიკიძის ქუჩა N6-8-ში და მიცკევიჩის ქუჩა N23-25-ში მცხოვრებლებს შეხვდა.

პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების“ ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე.

დელეგატის თქმით, მიცკევიჩის N23-25-ში 20 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა და დასასვენებელი სივრცე მოეწყო.

„განვიხილეთ ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები. „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიას, ადამიანთა უფლებების დაცვას და სამართლის უზენაესობას.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კვლავ იგივე ღირებულებებით გავაგრძელებთ ქვეყნის აღმშენებლობას და განვითარებას,“ - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო