ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ ბილბორდებზე - ეს არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი - ჩვენ გვაქვს მშვიდობა უკრაინელი ხალხის მსხვერპლის წყალობით და ისინი იმსახურებენ ჩვენს უკიდურეს პატივისცემას

თუ მეკითხებით ბილბორდების შესახებ, ნება მომეცით გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ისინი იყო და არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი, - ასე შეაფასა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ბანერები, რომლებზეც უკრაინის განადგურებული კადრების პარალელურად, საქართველოში არსებული მშვიდობიანი მდგომარეობაა ასახული.

ელჩის თქმით, თუ საქართველოსა და ევროკავშირში მშვიდობაა, ეს უკრაინელი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლის დამსახურებაა.

„როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვართ გულგრილი- უკრაინაში გაუმართლებელი, არალეგალური და მზარდად ბრუტალური შეჭრის შემდეგ რუსეთის მხრიდან, ჩვენ ავირჩიეთ მხარე, ჩვენ დავდექით უკრაინის გვერდით, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, იმიტომ, რომ უკრაინელები არა მხოლოდ იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის, საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ იბრძვიან ყველა ჩვენგანისთვის. ისინი იბრძვიან კანონზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისთვის. ასე რომ, თუ მეკითხებით ბილბორდების შესახებ, ნება მომეცით გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ისინი იყო და არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი. ჩვენ გვაქვს მშვიდობა უკრაინაში, საქართველოსა და ევროკავშირში უკრაინელი ხალხის მსხვერპლის წყალობით და ისინი იმსახურებენ ჩვენს უკიდურეს პატივისცემას“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა