ირაკლი ზარქუა PACE-ის განცხადებაზე - მორიგი სამარცხვინო გამოვლინებაა, ვინც ეს განცხადება შეიმუშავა, ჩვეულებრივი ლობისტია- 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს ამ უსამშობლოებს და მათ პატრონებს ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა

აღმოჩნდა, რომ PACE-ში ის განცხადება, ვინც ეს შეიმუშავა, „ნაცების“ და ვაშაძის მეგობარია. ვაშაძეს რა ავტორიტეტი აქვს, დაახლოებით იგივე ავტორიტეტის მქონეა ის კაცი იქაც. იმდენად შელახული აქვს ავტორიტეტი, შეზღუდული აქვს გადაადგილება და ამერიკაშიც არ უშვებენ. ერთი პერიოდი ინტერპოლით იძებნებოდა და ეს კაცი, რასაც დააფინანსებ და დაავალებ, იმას დაწერს. ჩვეულებრივი ლობისტი და მექრთამეა, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც ირაკლი ზარქუა აცხადებს, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო თავისუფალია და 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს უსამშობლოებს და მათ პატრონებს ქვეყნის უმრავლესობა.

„მორიგი სამარცხვინო გამოვლინება ამ მესიჯბოქსის. ის, ვინც ეს განცხადება გააკეთა და შეიმუშავა, ის არის ჩვეულებრივი ლობისტი, სააკაშვილის მეგობარი, ესტონეთის საგარეო მიმართულებით იყო ყოფილი ჩინოვნიკი, რომელიც ახლა არის ევროსაბჭოში. 624 კაციდან 24-მა დაუჭირა მხარი. ასეთი სამარცხვინო განცხადება შეიმუშავეს, რომ ვინც არის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, იმან საერთოდ არც მიიღო და ხელი არ მოუწერა და ეს შემოგვასაღეს, რომ თურმე ევროსაბჭოს დელეგაცია შეშფოთებულია. როგორც არასდროს ისე არის ჩვენი წინასაარჩევნო გარემო თავისუფალი, მედია თავისუფალია, ყველა უსამშობლო ვინც იყო ამ ქვეყანაში, ყველას მიეცა შესაძლებლობა პარტია შეექმნა თუ გაერთიანება და უტევენ ქვეყნის სუვერენიტეტს და ქვეყნის თავისუფლებას. ასეთი თავისუფლება არასდროს ჰქონია ამ უსამშობლოებს და აგერ არის ბურთი და მოედანი. თუ დაარწმუნებენ საქართველოს მოსახლეობას, რომ ლგბტ პროპაგანდა არის სწორი არჩევანი, რომ მეორე ფრონტის გახსნა სწორია, რომ ჩვენ ცალ ფეხზე უნდა ვიხტუნაოთ და ისე უნდა გავერთიანდეთ, ელაპარაკონ, აბა, თუ მიიღებენ. 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს ამ უსამშობლოებს და მათ პატრონებს ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე