ოთარ გრიგოლია - უავტორიტეტო საარჩევნო სუბიექტების ნაცვლად პოლიტიკურ ველზე სხვა ქვეყნები აქტიურობენ და მათ პოლიტიკურ კაპიტალში ქულებს უგროვებენ

იმდენად უავტორიტეტო და ურეიტინგოა ქართული ოპოზიცია, რომ მათ მაგივრად წინასაარჩევნო კამპანიას სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები აწარმოებენ, ეს კი თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი უნიკალური და წარმოუდგენელი შემთხვევაა“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტებს და მათ დამკვეთებს ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო სიმშვიდე არ მოსწონთ.

„სიტუაციის არევას ცდილობენ. საბედნიეროდ, არაფერი გამოსდით, რადგან არანაირი ავტორიტეტი აღარ შემორჩენიათ“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

სიტყვით გამოსვლისას ფრაქციის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ამგვარ აბსურდს ქვეყანაში მალე ადგილი აღარ ექნება.

„ვიმედოვნებ, რომ ყველასთან, მათ შორის იმ მხარეებთანაც, რომლებიც ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არიან, გამოვნახავთ საერთო ენას ურთიერთობისთვის და ისეთ აბსურდს ჩვენს ქვეყანაში ადგილი აღარ ექნება, როდესაც საარჩევნო სუბიექტები პოლიტიკური განცხადებებით და პოლიტიკური დღის წესრიგით პოლიტიკურ ველზე არ აქტიურობენ და მათ მაგივრად ქულების დაგროვებას მათ პოლიტიკურ კაპიტალში სხვადასხვა ქვეყანა ცდილობს“, - დასძინა ოთარ გრიგოლიამ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა