შალვა პაპუაშვილი სახალხო დღესასწაულს „ჰერეთობა-2024“ დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან - ირაკლი ქადაგიშვილთან და გურამ მაჭარაშვილთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „ჰერეთობა -2024“ დაესწრო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს, ლაგოდეხში „ჰერეთობა“ აღინიშნება, ამ მშვენიერი კუთხის დიდი დღესასწაული. დღე, რომელიც აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილებს და ლაგოდეხში ეს ერთობა განსაკუთრებულად იგრძნობა. ყველას ვულოცავ ამ დღესასწაულს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პრესსამსახურის ცნობით, საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ჩატარდა სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.

ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ღვინის მეწარმეების მიერ წარმოდგენილი ღვინოები და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს კერძები. ასევე, გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა.

სადღესასწაულო ღონისძიებაზე, ლაგოდეხის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ. სახალხო დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ