შალვა პაპუაშვილი ბანერებთან დაკავშირებით პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე - ეს ფარისევლობაა - თუკი ჩვენს თვალში ვინმე ბეწვს ეძებს, ჯერ საკუთარ თვალში დირეს ჩახედოს

ეს ფარისევლობაა. თუკი ჩვენს თვალში ვინმე ბეწვს ეძებს, ჯერ საკუთარ თვალში დირეს ჩახედოს, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ხელისუფლების მხარდამჭერ ბანერებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომელმაც ბანერებს აღმაშფოთებელი უწოდა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს დიპლომატის მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევა არის.

„როდესაც სხვები დააპირებენ, რომ ჩვენს თვალში ბეწვი მოძებნონ, ჯერ საკუთარ თვალში მოძებნონ, არის თუ არა დირე. სამწუხაროდ, აი, ეს არის ფარისევლური დამოკიდებულება. ჩვენ არაერთხელ გვქონდა მოწოდება ევროკავშირის წარმომადგენლების მიმართ. მაგალითად, მათ შეეძლოთ სამარცხვინოდ შეეფასებინათ პოლონელი ექიმების ვიზიტი საქართველოში, როდესაც ჩვენ ვნახეთ, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოთხოვნით, თხოვნით და რჩევით ჩამოსული ექიმების ჯგუფი, რომლებსაც წინდით გაჰქონდა ფარულად ნიმუში და რაღაც ცუდს ამზადებდა. ეს მაშინ ელჩს სამარცხვინოდ არ შეუფასებია. მან „აღმაშფოთებელი“ არ უწოდა ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი დადებით ჭრილში იყო წარმოჩენილი“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა სამი ტელევიზიის განცხადებაზე, რომლის თანახმად, „შესაძლო ჯარიმების დაკისრების საფრთხის მიუხედავად, ისინი არ აპირებენ ხელი შეუწყონ "ქართული ოცნების" რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას" და უარს აცხადებენ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს კანონდარღვევაა.

„ცალსახაა, რომ ეს არის კანონის დარღვევა, მანამდეც ნამსჯელი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც კომუნიკაციების კომისიას, ისე სასამართლოს. ეს არის კანონის ცალსახა დარღვევა. ამიტომაც არის, რომ არც ტელევიზიების განცხადებაში და არც ყალბი ადგილობრივი დამკვირვებლების განცხადებაში, რომლებიც კანონდარღვევას მხარს უჭერენ, არსად მითითებული არ არის, რომ კანონი ირღვევა. ერთადერთი საფუძველი რაც მოყვანილი აქვთ, არის ევროკავშირის ელჩის განცხადება. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ უცხოელები უნდა მოერიდონ განსაკუთრებით ახლა, არჩევნებამდე 3 კვირით ადრე აქტიურ მონაწილეობას შიდა დისკუსიებში, ვინაიდან ეს გავლენს ახდენს, მათ შორის ზოგიერთი აქტორის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ხანდახან ფინანსურად დამოკიდებული არიან ამა თუ იმ უცხოელ აქტორზე. როცა ვსაუბრობთ ადგილობრივ დამკვირვებლებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათი უმეტესობა ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება, რა თქმა უნდა, ისინი აჰყვებიან იმ განცხადებას, რომელსაც ევროკავშირის ელჩი აკეთებს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე