პეტრე ცისკარიშვილი - სულ რაღაც 20 დღეში, 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი იმპიჩმენტს გამოუცხადებს „ოცნების“ რეჟიმს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას და მათ გაუშვებს სახლში

სულ რაღაც 20 დღეში, 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი იმპიჩმენტს გამოუცხადებს „ოცნების“ რეჟიმს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას და მათ გაუშვებს სახლში, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა დაწყებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ხალხის არჩევანის დაცვა აუცილებელია, რათა მმართველმა პარტიამ „არჩევნები არ მოიპაროს“.

„სულ რაღაც 20 დღეში, 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი იმპიჩმენტს გამოუცხადებს „ოცნების“ რეჟიმს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას და მათ გაუშვებს სახლში. ამიტომ, აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხის არჩევანი, არ მოაპარვინოთ ეს არჩევნები, არ გავაყალბებინოთ არცერთ უბანზე, ამასთან დაკავშირებით უნდა ვმუშაობდეთ სხვა ოპოზიციონერებთან ერთად და ვართ კიდეც კოორდინაციაში და ეს არის ახლა და შემდეგი ოცი დღის განმავლობაში მთავარი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა", - განახადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია. მისი თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საპარლამენტო არჩევნებამდე შევა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება