მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის ლიდერებზე - ამ უჯიშოებს და უსამშობლოებს დღეს დაემატა უღმერთოება - თუ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებია, ის არის უღმერთო

ამ უჯიშოებს და უსამშობლოებს დღეს დაემატა უღმერთოება. რატომ არიან უღმერთოები? რატომ არიან უჯიშოები და უსამშობლოები? - მათი ქმედებიდან გამომდინარე. დააკვირდით ყველა მათგანს ერთმანეთზე რა აქვთ ნათქვამი, ჩვენ ხომ არ გამოვდივართ და ამ ფრაზებს ჩვენ არ ვიძახით. რას იძახდა გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილზე, რას იძახდა ელისაშვილი მასხარა ხაზარაძეზე, რას იძახდა გვარამია სალომე ზურაბიშვილზე, ხაზარაძე გახარიაზე და ა.შ. - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანისთვის თუ ყველაფერი დასაშვებია, ის არის უღმერთო.

„რამ უნდა აიძულოს ერთმანეთთან პატიება, რა არის ჩვენი სარწმუნოება, რას ნიშნავს ქრისტიანობა - ჯერ უნდა მიუტევო, აპატიო რასაც შენ გაბრალებენ, ან შენ დააბრალე რაღაც ადამიანს და მაგის მიხედვით შეიძლება ერთიანობაში რაღაც განახორციელო, მაგრამ, როცა საერთოდ არ საუბრობ ამ თემებზე, რას უწოდებდი და როგორ უწოდებდი და ახლა გგონია, რომ ყველაფერი დასაშვებია, ადამიანისთვის თუ ყველაფერი დასაშვებია, ის არის უღმერთო, არ წამს არაფრის, ამაზე მაქვს საუბარი. როდესაც ერთ დღეს ასეთი ტექსტებით გამოდიხარ, მოღალატეს უწოდებ, არაკაცს, არც შემიძლია ასეთი სიტყვები ვახსენო, რასაც ისინი ერთმანეთს უწოდებდნენ, მეორე დღეს 180 გრადუსით შებრუნებული, პირიქით საუბრობ ადამიანზე, თან პოლიტიკოსი გქვია და თან ამომრჩეველს ელაპარაკები. ამომრჩეველთან მიდიან ელისაშვილი და ხაზარაძე და ეუბნებიან ჩვენ დაგვიჭირე მხარი და ამომრჩეველმა, რომ კითხოს, „შე დალოცვილო, ამაზე ვაჭარს იძახდი, მევახშეს, არაკაცს, რას მეუბნები ახლა, რომ ამისი უნდა მჯეროდეს თუ არ უნდა მჯეროდეს?“, რას უპასუხებს ელისაშვილი, რომ ეს ხუმრობა იყო და ამ ადამიანს უნდა დაუჭიროს მოქალაქემ მხარი?“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე