კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე - ეს ადამიანი პატივს არ სცემს კონსტიტუციას, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ბოროტად იყენებს თანამდებობას - ამას აუცილებლად სჭირდება რეაგირება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განმარტა, თუ რატომ დაიწყო ხელისუფლებამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილიიმპიჩმენტის პროცესი ხელახლა. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილი უხეშად არღვევს კონსტიტუციას და თანამდებობას ბოროტად იყენებს.

„ეს ადამიანი პატივს არ სცემს კონსტიტუციას, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, არ სცემს პატივს კანონებს, პირდაპირ უხეშად არღვევს და ბოროტად იყენებს მის თანამდებობას, რაც ძალიან მძიმეა, ამას აუცილებლად სჭირდება რეაგირება.

იმ გადაწყვეტილებით, რომელიც გაჟღერდა, ის ამ თანამდებობას დატოვებს არა როგორც ყოფილი, არამედ როგორც გადაყენებული პრეზიდენტი", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია.

მისი თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება