კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე - ეს ადამიანი პატივს არ სცემს კონსტიტუციას, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ბოროტად იყენებს თანამდებობას - ამას აუცილებლად სჭირდება რეაგირება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განმარტა, თუ რატომ დაიწყო ხელისუფლებამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი ხელახლა. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილი უხეშად არღვევს კონსტიტუციას და თანამდებობას ბოროტად იყენებს.

„ეს ადამიანი პატივს არ სცემს კონსტიტუციას, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, არ სცემს პატივს კანონებს, პირდაპირ უხეშად არღვევს და ბოროტად იყენებს მის თანამდებობას, რაც ძალიან მძიმეა, ამას აუცილებლად სჭირდება რეაგირება.

იმ გადაწყვეტილებით, რომელიც გაჟღერდა, ის ამ თანამდებობას დატოვებს არა როგორც ყოფილი, არამედ როგორც გადაყენებული პრეზიდენტი", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია.

მისი თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს