ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა - საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია, ვიზალიბერალიზაცია მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია

საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია, ვიზალიბერალიზაცია მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტის საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, გრეგოროვას თქმით, ინდივიდუალური სანქციები გადაიდო იმ იმედით, რომ საქართველო არ დაკარგულიყო, „მაგრამ ვკარგავთ”.

ევროპარლამენტარმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ ახლა ევროპას შეუძლია, იყოს დროული, რადგან ბევრი მაგალითია, როცა „ძალიან დააგვიანა“.

“ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილი მქონდა საქართველოსთვის. მისი ევროპული მომავლისთვის დიდი იმედები მქონდა, თუმცა საქართველოს მთავრობას სხვა გეგმები ჰქონდა.

ქმედებების, შემოთავაზებული და მიღებული კანონების სერია ადასტურებს, რომ ამჟამინდელ მთავრობას ევროპული მომავლის არანაირი ინტერესი არ გააჩნია. ის თავის პოლიტიკას ცვლის, რათა უფრო მჭიდროდ იყოს რუსეთთან და თავის კანონებს ცვლის, რათა „მილსადენი“ იყოს რუსი ოლიგარქებისთვის”, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ქართველი ხალხისთვის მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, თუ ვინ აშორებს ქვეყანას ევროპულ გზას. მან ქართველ ხალხს მომავალ კვირებში ძალა უსურვა.

„მე ასევე ევროპული ინსტიტუტების ნაწილი ვარ. ჩვენ უბრალოდ მაყურებლები არ ვართ, ჩვენ ჩართულები ვართ. ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია. ვიზალიბერალიზაცია მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია. ინდივიდუალური სანქციები გადავდეთ იმ იმედით, რომ საქართველოს მისი ოკუპანტისთვის - რუსეთისთვის - არ დავკარგავდით, მაგრამ ვკარგავთ.

კი, არ შეგვიძლია ბრძოლას ვუძღვებოდეთ, პუტინი და მუდამ ჩამრევი კრემლი არ ვართ, ეს ქართველი ხალხისა და პოლიტიკოსების საქმეა - ბრძოლას გაუძღვნენ. მაგრამ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ბრძოლაში მათი დახმარება. შეგვიძლია უფრო რთული გავხადოთ რუსეთისთვის გამარჯვება. რამდენი მაგალითი გვაქვს, როდესაც ევროპამ ძალიან დააგვიანა, შეგვიძლია ერთხელ მაინც დროულები ვიყოთ?”, - განაცხადა გრეგოროვამ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე