ირაკლი აბაშიძის სახელობის ქართული ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ ენციკლოპედია „საქართველოს“ მე-5 ტომი გამოსცა

2024 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარმა რედაქტორმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ აბაშიძემ ენციკლოპედია „საქართველოს“ ახლადგამოცემული V ტომი წარმოადგინა. ინფორმაციას მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზიდიუმის სხდომა შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა.

„აღსანიშნავია, რომ ენციკლოპედია „საქართველოს“ V ტომში, რომელიც მოიცავს ტერმინებს კვირადღე - მედიაცია, განთავსებულია 3000-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, 800-მდე ფოტო, რუკა და ილუსტრაცია (ტირაჟი - 700 ეგზ.).

გამოცემაში გამოყენებულია პირველი ქართული უნივერსალური ენციკლოპედიის მრავალტომეულში განთავსებული, განახლებული მასალა, ასევე სხვა საენ­ციკლოპედიო გამოცემებში („თბილისი“, „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა“ – 6 წიგნი, „ქართული ენა“) არსებული უახლესი ინფორმაცია და მონაცემები, ცნობილი ქართველი მეცნიერებისა და სპეციალისტების კვლევები. ჩვენს ეპოქაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაზუსტებულ და უტყუარ ინფორმაციას, რაც ძნელად მოსაპოვებელი და დასაცავია. ამიტომაც არის აღსანიშნავი ენციკლოპედიის თითოეული თანამშრომლის და დარგების სხვა სპეციალისტების, კონსულტანტების, გამოჩენილი მეცნიერების მიერ შესრულებული ნამუშევარი. ამიტომაც, ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ მომზადებული სტატიები გამოირჩევა მაღალი აკადემიური დონითა და მეცნიერული სანდოობით.

ენციკლოპედიაში დიდი ადგილი ეთმობა დღემდე ნაკლებად ცნობილ ფაქტებსა და მოვლენებს, ასევე ემიგრაციაში მყოფ ქართველ მოღვაწეთა საქმიანობასა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი თვალსაჩინო წარმომად­გენელთა მოღვაწეობას საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, რაც ადრეულ გამოცემებში ნაკლებად შუქდებოდა.

მკითხველი გაეცნობა საქართველოს შესახებ არსებულ მრავალფეროვან და უახლეს ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ფაქტსა თუ მოღვაწეზე, ასევე იმ მოვლენებზე, რომლებმაც კვალი დააჩნიეს ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტო­რიას.

წინამდებარე ტომში მრავლადაა სტატიები ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ, რომლებიც პირველად ქვეყნდება.

ენციკლოპედია „საქართველოს“ ხუთივე ტომის 14327 სტატია განთავ­სებულია ვებ­გვერდზე www.georgianencyclopedia.ge. ხილვათა რაოდენობამ დღეისა­თვის 200 ათასს გადა­აჭარბა.

მიმდინარე წლიდან დაიწყო სტატიების თარგმნა ინგლისურ ენაზე (დღეისათვის დაახლოებით 400 სტატია), რომლებიც ასევე განთავსებულია ვებგვერდზე.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი, ცნობილი ბიზნესმენები ვანო ჩხარტიშვილი, ბაკურ კიღურაძე; აკადემიკოსები: ელიზბარ ჯაველიძე, ლია მელიქიშვილი, ჯონი ხეცურიანი, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე და სხვ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე