მამუკა მდინარაძე - სოფელში რომ შეიკრიბონ უხუცესები ან რაღაც ჯგუფი შეიქმნას და გადაწყვეტილება მიიღონ, რაღაც შედეგი იმას მოჰყვება - მეოთხედ მიიღეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების გადაწყვეტილება და არაფერს არ ნიშნავს საერთოდ

ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება უკვე მეოთხედ მოითხოვეს, სოფელში რომ შეიკრიბონ ან უხუცესები, ან რაღაც ჯგუფი შეიქმნას და გადაწყვეტილება მიიღონ, რაღაც შედეგი იმას მოჰყვება. მეოთხედ მიიღეს დასანქცირების გადაწყვეტილება და არაფერს არ ნიშნავს საერთოდ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციებს უკვე ჩალის ფასიც აღარ აქვს.

„გარდა იმისა, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა, ასევე არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაა „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. ამდენი ხნის განმავლობაში, გუშინდელ დღემდე, „ნაცმოძრაობა“, მათი 4 საერთო პარტია და მათი პატრონები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ საქართველოში ხელისუფლება, მთავრობაა ცუდი და მხარს ვუჭერთ ხალხსო, ამის დამტკიცებას ცდილობდნენ.

გუშინ, მკაფიოდ გამოჩნდა, როგორ უჭერენ ისინი ქართველ ხალხს მხარს. თუ აქამდე, ამის შეფუთვას ისინი ვიღაცების თვალში ახერხებდნენ, დღეს შეუძლებელია, ოდნავ ძალა რომ დაატანო გონებას, ვერ მიხვდე, რაშია საქმე. თუ ისინი ქართველ ხალხს უჭერენ მხარს, რა სურს ქართველ ხალხს? ლგბტ პროპაგანდა იყოს სკოლებში და ტელევიზიებში? გუშინ გვითხრეს, რომ ეს კანონი გავაუქმოთ და დაშვებული იყოს სკოლებში, ტელევიზიებში ლგბტ პროპაგანდა, ეს უნდა ქართველ ხალხს? გუშინ გვითხრეს, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ უნდა გავაუქმოთ, ისინი ამით გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა დავაფინანსოთ ჩვენი აგენტურა ისე, რომ არ გაბედოთ თქვენ ამ საქმეში ჩაერიოთო. წარმოიდგინეთ, რამხელა ინტერესია საქართველოს და მისი ომში ჩართვის მიმართ. თვითონ იღებდნენ „გამჭვირვალობის კანონებს“, გააჩერეს მთლიანად ეს პროცესი, იმხელა ინტერესია, რომ საქართველო ომში ჩაერთოს. თვითონ იღებდნენ გაცილებით მკაცრ კანონებს და დღესაც, რეზოლუციებით გვეუბნებიან, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის და „გამჭვირვალობის კანონი“ გავაუქმოთ. ე.ი. დღეს, მათ თქვეს, არ გვაინტერესებს არც ხალხი, ეს კანონები გააუქმეთ, რომელიც ჩვენ არ გვაწყობს, გამოუშვით მკვლელი სააკაშვილი და დაასანქცირეთ ადამიანი, რომელიც თქვენთან მშვიდობის გარანტია, რომელიც ქველმოქმედია. პირდაპირ გვითხრეს, აქამდე ამას ერიდებოდნენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი განმარტებით, გუშინ, „გახსნილი კარტებით დადასტურდა, რომ ისინი არა ქართველ ხალხს, არამედ, „ნაციონალურ მოძრაობას“, მის კლასტერს უჭერენ მხარს“.

„ოპოზიცია 3 წლის განმავლობაში უარყოფდა ფაქტს, რომ ისინი ითხოვდნენ სანქციების დაწესებას. გუშინ, პირველად, ღიად ითქვა ევროპის ერთ-ერთი მაღალი ტრიბუნიდან, სამწუხარო ფაქტია ეს და იმედი მაქვს, ეს გადალაგდება ომის დასრულების შემდეგ, რომ ჩვენ რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთ... ეს ერთის მხრივ, ეკონომიკის ჩამოქცევას ნიშნავს და მეორე მხრივ, ომის დაწყების ალბათობასაც შეიცავს. შესაბამისად, ეს არათუ ჩარევა, ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, ეს პირდაპირი მოწოდებები ომისკენ, ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომის გარანტორების გათავისუფლებისკენ და მშვიდობის გარანტების დასანქცირებისკენ.

გუშინდელი გახსნილი კარტებით დადასტურდა, რომ ისინი არა ქართველ ხალხს, არამედ, უბრალოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“, მის კლასტერს, ანუ აგენტურას, გავლენიანი, მსხვილი ჯგუფების აგენტურას უჭერენ მხარს. კიდევ ერთს დავამატებ, უკვე ჩალის ფასი კი არა, აღარც ჩალის ფასი არ აქვს ამ რეზოლუციებს. სამწუხაროა, რომ ჩვენ ამის საუბარი გვიწევს. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს უკვე მეოთხედ, სოფელში რომ შეიკრიბონ ან უხუცესები, ან რაღაც ჯგუფი შეიქმნას და გადაწყვეტილება მიიღონ, რაღაც შედეგი იმას მოჰყვება. მეოთხედ მიიღეს დასანქცირების გადაწყვეტილება და არაფერს არ ნიშნავს საერთოდ, უკვე დასანქცირებული იყო დე-ფაქტო, მანამდე და იმის შემდეგ არაფერი შეცვლილა. პირიქით, საბედნიეროდ, რაღაც პროცესები გახსოვთ თქვენ, შარშანდელი ე.წ. ნიუსებიც, გზადაგზა იგებს, იმდენად მყარი და მართალია ამხელა ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად და იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შვეიცარიული ბანკი გააკოტრეს ბიძინა ივანიშვილის შანტაჟისთვის. ამხელა ძალებთან გვიწევს ბრძოლა და ისინი დღეს, უკვე აშკარად გვეუბნებიან, რომ არა ქართველი ხალხის, არამედ მათი გავლენიანი ჯგუფების აგენტურის მხარეს არიან“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს