მამუკა მდინარაძე ხელისუფლების გადაბარების შესახებ კითხვაზე - ასეთ გზებზე არ ვფიქრობთ, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია - ფაქტებით ვაიარაღებთ ხალხს, რათა დაშვება მწამებელი აგენტურული რეჟიმი ხელისუფლებაში დაბრუნდეს, იყოს ნული

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ხელისუფლების გადაბარების გზებზე არ ფიქრობს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, კითხვაზე აქვს თუ „ქართულ ოცნებას“ წაგების შიში, მდინარაძემ უპასუხა, რომ „არა!“.

„ჩემი დაშვება არის იმ ხარისხის, რა ხარისხითაც ეს მე ჩემს ბრიფინგის ტექსტში ვთქვი, რომ „თუ სასწაული მოხდება და ხელისუფლებაში როგორღაც მოვა“ [ ოპოზიციური პარტიები]... ამის არანაირი პრაქტიკული შანსი არ არის. მე უბრალოდ ამომრჩეველს მოვუწოდებ, რომ კარგად დაფიქრდეს და გაანალიზოს, ვის აძლევენ ხმას. ერთი ხმაც კი როგორ შეიძლება მიიღოს იმ პირთა ჯგუფმა, ვინც იმას აკეთებს, რაზეც ვისაუბრე. ეს ოთხი პარტია [„ნაციონალური მოძრაობა“; „ახალი“; „ძლიერი საქართველო“; „გახარია საქართველოსთვის“ ერთმანეთზე უარესი დამნაშავეები არიან საკუთარი ქვეყნის წინაშე. ეს ოთხი პარტია, თავისი წარმომადგენლებით, ამ ქვეყნის ერთმანეთზე უარესი მტრები არიან. [ხელისუფლების გადაბარების] ასეთ გზებზე ჩვენ არ ვფიქრობთ! ასეთ გზებზე არ ვფიქრობთ, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია. „თუ სასწაული მოხდება“ - დაშვების ამ ხარისხით ვსაუბრობდი.

ჩვენ ქართველი ხალხი შეიარაღებული გვყავს სიმართლით. ფაქტებით ვაიარაღებთ ხალხს, რათა დაშვება მწამებელი აგენტურული რეჟიმი ხელისუფლებაში დაბრუნდეს, იყოს ნული, რაც ასეც არის. თუ ხალხს არ ვუთხარით, რასთან, ვისთან, რა დონის აგენტებთან და რა დონის დავალებების შემსრულებლებთან აქვთ საქმე, მერე მართლა იქნება საფრთხე, რომ ეს ხალხი დაბრუნდეს ხელისუფლებაში“,- განაცხადა მდინარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა