რომან გოცირიძე - ევროპარლამენტის რეზოლუცია უკანასკნელი გაფრთხილებაა ივანიშვილისათვის, სანქციები ვერ ასცდება - მის გარემოცვასაც შავი დღე ელის

ევროპარლამენტის რეზოლუცია უკანასკნელი გაფრთხილებაა ივანიშვილისათვის - სანქციები ვერ ასცდება, გააჩნია რა სიმძიმის იქნება იგი, მის გარემოცვასაც შავი დღე ელის , - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე არჩევნებს გააყალბებს, ის მსოფლიოში „დევნილი იქნება“ და ფინანსურ სამყაროს მოსწყდება.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, "თუ ბიძინა ივანიშვილი საღ გონებას მოუხმობს და მშვიდობიანად გადააბარებს ძალაუფლებას, რაც ობიექტურად გარდაუვალია, შეიძლება ნაწილობრივ დაინდონ".

"ევროპარლამენტის რეზოლუცია უკანასკნელი გაფრთხილებაა ივანიშვილისათვის. გააყალბებს არჩევნებს - მსოფლიოში დევნილი იქნება და მოწყდება ფინანსურ სამყაროს. მისი ყველა აქცია დასავლური კომპანიებისა. მათ საბანკო მომსახურება სჭირდება. ვერც გაყიდის და დივიდენდსაც ვერ მიიღებს, რადგან საბანკო ანგარიშები გაეყინება. მის გარემოცვასაც შავი დღე ელის. თუ საღ გონებას მოუხმობს და მშვიდობიანად გადააბარებს ძალაუფლებას, რაც გარდაუვალია ობიექტურად, შეიძლება ნაწილობრივ დაინდონ. სანქციები ვერ ასცდება, გააჩნია რა სიმძიმის იქნება იგი.

ის, რაც ივანიშვილისათვის პრივილეგია იყო, ახლა სერიოზულ პრობლემად იქცა - საფრანგეთის მოქალაქეობა. ეს ქვეყანა ძალიან მკაცრია შავ ფულთან დაკავშირებით. როგორ მიიღო მოქალაქეობა, როგორ შეიძინა დიდძალი უძრავი ქონება ამ ქვეყანაში, რატომ უთხრის ძირს მისი მოქალაქე სხვა ქვეყნის დემოკრატიას, ეს და მრავალი სხვა საკითხი ამოტივტივდება. გავიხსენოთ "ტელეგრამის" მეპატრონის, პაველ დუროვის სულ ახლახან დაკავების ამბავი პირდაპირ თვითმფრინავში, პარიზში. არც კი აპირებდა იქ გაჩერებას. როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, პირდაპირ იზოლატორში უკრეს თავი. ახლაც შინაპატიმრობაში. არაბთა გაერთიანებული ემირატების გარდა საფრანგეთის მოქალაქეობაც მოინდომა და ნანობს ახლა. ივანიშვილის ბედი მის ხელთაა და ეს უნდა გააცნობიეროს", - განაცხადა გოცირიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე