შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დრეზდენის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დრეზდენის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა.

კერძოდ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ სტუდენტების მიერ წარმოდგენილი პროექტების თემატიკებმა დიდი ინტერესი და დისკუსია გამოიწვია, რაც დღის ბოლოს მრგვალი მაგიდის ფორმატში დიდი დებატებისა და ახალი იდეების გენერირების წინაპირობა გახდა.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ უმასპინძლა დრეზდენის უნივერსიტეტის სტუდენტებს, წამყვან პროფესორ-მენტორს კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის დეპარტამენტიდან, მარიო ნოუგებაუერს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელს, ლიზა ვუნდელიჰს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, რიგით მეექვსე ღონისძიება ჩატარდა ორდღიანი მრგვალი მაგიდის ფორმატში “Georgian-German Roundtable 2024”, სადაც ქართველმა და გერმანელმა სტუდენტებმა წარმოადგინეს საკუთარი პროექტები როგორც კომპიუტერული მეცნიერების, ისე არქიტექტურის მიმართულებით.

გერმანელ სტუმრებთან შეხვედრაზე საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს IBSU-სა და HTW Dresden-ს შორის არსებულ კოლაბორაციაზე, გაცვლით პროგრამებსა და ერთობლივ პროექტებზე.

სტუდენტების მიერ წარმოდგენილი პროექტების თემატიკებმა დიდი ინტერესი და დისკუსია გამოიწვია, რაც დღის ბოლოს მრგვალი მაგიდის ფორმატში დიდი დებატებისა და ახალი იდეების გენერირების წინაპირობა გახდა. დაიგეგმა ქართულ-გერმანული სტუდენტური პროექტების შემუშავება და ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში მათი წარდგენა.

ორი დღის ინტენსიური მასტერკლასის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები ეხებოდა ისეთ თემებს როგორებიცაა: ახალი კომპიუტერული თამაშების შემუშავება, იდეების და ღონისძიებების გაზიარების სოციალური ქსელის (ახალი პლატფორმის) დემონსტრირება, საქართველოში წიგნების საცავების ერთიანი პორტალის მოდელის პრეზენტაცია, ონკოლოგიური კლინიკებისთვის სპეციალური სერვისების აღმწერი მონაცემთა ბაზების შემუშავება, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ადამიანის ემოციების ამოცნობის ალგორითმების შექმნა, ვირტუალური მუზეუმების ტურების შექმნა, თანამედროვე არქიტექტურული გადაწყვეტილებების დემონსტრირება შენობების და სივრცეების დაგეგმვის დროს, არქიტექტურაში ფერთა და მასალის სწორი შერჩევა და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის მექანიზმების გამოყენებით კვების რაციონის ინდივიდუალური გრაფიკების შექმნის და შემდგომი რეკომენდაციების გენერირების პლატფორმის დემონსტრირება და მრავალი სხვ.

ვიზიტის ფარგლებში, ქართველი და გერმანელი სტუდენტები ასევე ესტუმრნენ უფლისციხეს, კავკასიის ერთ-ერთ უძველეს დასახლებას.

IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა 2019 წლიდან ატარებს საერთაშორისო მასტერკლას/"ვორქშოპს" დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ