ცესკოს თავმჯდომარე სტრასბურგში სარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნაზე - ინსტიტუცია ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით და არა პრეზიდენტის ან რომელიმე სხვა ინსტიტუციის საფუძველზე

ინსტიტუცია ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით და არა პრეზიდენტის ან რომელიმე სხვა ინსტიტუციის საფუძველზე, - ასე უპასუხა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოწოდებას ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით.

ცესკოს თავმჯდომარემ მანიპულაციური უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე თითქოს არის იმის სივრცე, რომ სტრასბურგში გაიხსნას საარჩევნო უბანი და ცენტრალური საარჩევნო კომისია ამას არ აკეთებს.

კალანდარიშვილის თქმით, სადაც კი იყო დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნის შესაძლებლობა, ცესკომ მიიღო სათანადო ზომები.

„ინსტიტუცია ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით და არა პრეზიდენტის ან რომელიმე სხვა ინსტიტუციის საფუძველზე და ეს გახლავთ ის დათქმა, რომელიც აუცილებელია საარჩევნო უბნის შექმნისთვის, შესაბამისად, სადაც კი ასეთის შესახებ მოგვეწოდა ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ინსტიტუციამ კანონით იმოქმედა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და მეტსაც გეტყვით, რომ არა ცესკოს წევრების სათანადო მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანზე 65 ათასი ამომრჩეველი რჩებოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღმა. ამასთანავე, ის რომ ცესკო ყოველთვის მოქმედებს და იმოქმედებს კანონმდებლობით, დასტურია ცესკოს გუშინდელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ჩვენ მივიღეთ დადგენილება საგამონაკლისოდ განახლებული ინფორმაციის მოწოდების საფუძველზე დამატებით 7 საარჩევნო უბნის შექმნასთან დაკავშირებით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთანავე, ინდიკაცია იმის თაობაზე, რომ ცესკო მოწოდებულია, რომ თანაბარი სერვისები იქნას შეთავაზებული და ამასთანავე კანონის აღსრულება იყოს უზრუნველყოფილი სათანადოდ და ამასთანავე, მაქსიმალურად დავიცვათ საარჩევნო უბნები გაუქმების რისკისგან, ჩვენ მივიღეთ გუშინ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში თუ ადამიანური რესურსი, კომისიის წევრთა რაოდენობა ჩამოსცდება გარკვეულ მინიმალურ რაოდენობას, იყოს შესაძლებლობა, რომ დარჩენილი რაოდენობა გარდაიქმნას სპეცჯგუფებად და ისინი მოემსახურონ ჩვენს ძვირფას ამომრჩევლებს უცხოეთში. ეს არის ყველა ის ასპექტი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ცესკო მოქმედებს კანონსა და ამომრჩევლების უმაღლესი ინტერესებიდან გამომდინარე და ამასთანავე, მინდა დამატებით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ სტრასბურგთან დაკავშირებით იმის გამო, რომ მანიპულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით მომსპარიყო, მივმართეთ განმარტების წარმოდგენის თაობაზე იმ მიზეზების შესახებ და პირველ რიგში იმის შესახებ თუ რა სტატუსს ატარებს ის ლოკაცია, რომელიც გარკვეული ყურადღების ქვეშ მოექცა და მინდა აღვნიშნო, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ეს არის მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციაში და იქ ვერ განთავსდება საკონსულო მიმართულებით შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენელი, რაც თავის მხრივ, გახდა საფუძველი, რომ საფრანგეთის შემთხვევაში მხოლოდ მოწოდებული ყოფილი პარიზის საარჩევნო უბანი. დღეს ჩვენ ვხედავთ არაერთი ჩართული მხარის მხრიდან, არაერთ მანიპულაციურ განცხადებას იმის თაობაზე, რომ თითქოს არის იმის სივრცე, რომ სტრასბურგში გაიხსნას საარჩევნო უბანი, მაშინ როდესაც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა სამართლებრივიდან საკითხი გადავიდეს პოლიტიკურ სივრცეში და მხოლოდ უსაფუძვლო მოტივებით ხორციელდებოდეს ინსტიტუციაზე ზეწოლა და აღქმის შექმნა თითქოს ინსტიტუციას აქვს იმის შესაძლებლობა და ის არ ქმნის საარჩევნო უბანს სტრასბურგში. სადაც კი ამის შესაძლებლობა იყო ჩვენ მივიღეთ სატანადო ზომები."- განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება მოწოდებით, რომ ცესკომ დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება.

გიორგი კაჭარავა - რაც არ უნდა მოხდეს ამ ეტაპზე აფხაზეთში და ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთის „სათავეში“, ძალადობრივი თუ სხვა გზით, რუსეთის „დამოკლეს მახვილი“ არსად გაქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2024
ახალი მოთხოვნა ევროპაში მოგზაურობისთვის: ყველაფერი ETIAS-ის შესახებ
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს