ნათია მეზვრიშვილი - დაველოდებით როგორი შემოთავაზება იქნება - პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, ჩვენი პოზიცია რისკებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შეიქმნას, დანარჩენი მისი გადასაწყვეტია

პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, ჩვენი პოზიცია იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შეიქმნას, დანარჩენი მისი გადასაწყვეტია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას - ე.წ. ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს, გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები დაელოდებიან პრეზიდენტის შემოთავაზებას ე.წ. ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით. ამასთან, მისი თქმით, პარტია „საქართველოთვის“ რჩება „ქართული ქარტიის“ გარშემო შექმნილ პროცესში.

„ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დავუთმოთ დარჩენილი ორი კვირის განმავლობაში არჩევნებს და არჩევნების დაცვას. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. არ ვფიქრობ, რომ რაიმე გაურკვეველია, ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი და მყარი. ეს შესანიშნავად იცის სალომე ზურაბიშვილმა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ როგორი ფორმითაც არ უნდა ჩამოყალიბდეს ტექნიკური მთავრობა, ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ არც „ქართული ოცნების“ მთავრობა ჩამოყალიბდეს მხოლოდ და არც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა. აი, ამის გამო დავუშვით ჩვენ ის კომპრომისი, რომელი კომპრომისიც დავუშვით და ქარტიას ამის გამო მოვაწერეთ ხელი. ამიტომ დაველოდებით როგორი შემოთავაზება იქნება და როგორ იქნება ეს ყველაფერი წარმოდგენილი, დიდი იმედი გვაქვს, რომ რის გამოც კომპრომისი დავუშვით აი, ამას ვიხილავთ პრაქტიკაში - არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობას, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ასევე, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია ყველას კარგად მოეხსენება, პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილს. ცნობილია ჩვენი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი უარყოფითი პოზიცია და ეს არის ის, რაც არ საჭიროებს დამატებით დაფიცებას და ა.შ. არ ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება რაიმე ფორმით არსებობს, დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუ პროცესს როგორ წარმართავს. ჩვენ ამ პროცესში ვრჩებით და პროცესში დარჩენა ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი ქარტიის ირგვლივ არის შექმნილი და ბუნებრივია, ამ პროცესში მონაწილეობას ვიღებთ.

არ ვიცი, რას გამოიწვევს არჩევნებამდე პრეზიდენტის მიერ კანდიდატების დასახელება, თუ ეს გამოიწვევს საარჩევნო პროცესის თავდაყირა დაყენებას, კომუნიკაციის შეფერხებას მოქალაქეებთან და ასევე, გამოიწვევს პარტიების სხვა საკითხებით დაკავებას, მაშინ როცა დარჩენილ ორ კვირაში, ჩვენ არჩევნებს უნდა ვიცავდეთ, მოქალაქეებთან კომუნიკაციაში უნდა ვიყოთ და „ოცნებისგან“ თავი გვაქვს დასაცავი და მარტივად კამპანიას ვერ ვატარებთ, რა თქმა უნდა, პრობლემა იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ამას გაითვალისწინებს იმიტომ, რომ მან ძალიან კარგად იცის, ჩვენი პოზიცია იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შეიქმნას, დანარჩენი მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში