საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, გამთენიისას, მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ თიანეთთან იყო, ბიძგების სიმძლავრემ კი 3,9 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

„დღეს, თბილისის დროით 04:53 საათზე, ქალაქ თიანეთთან, სოფელ ბინდაურთასთან, მოხდა 3,9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.